Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 75/01-01, 22.04.2020 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ

1. 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 75/01-01 22/04/2020) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (35 549 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ა) ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი დ) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი ე) გიორგი გოგსაძე – პროფესორი ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი ზ) მალხაზ მაცაბერიძე – პროფესორი თ) ხათუნა მაისაშვილი – ასოცირებული პროფესორი ი) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი კ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა განცხადებები მიიღება 24 აპრილიდან 29 აპრილის 14:00 საათის ჩათვლით, ელექტრონულად, მეილზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება)უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.